წესები და პირობები
სტუმრისა და პლატფორმის შეთანხმება
წინამდებარე სტუმრისა და პლატფორმის შეთანხმება („შეთანხმება“) არეგულირებს პლატფორმასა და ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს („მასპინძლები“) შორის ურთიერთობას, რომლებიც პლატფორმის დახმარებით, ქირაობენ საცხოვრებელს ან იღებენ მასთან დაკავშირებულ მომსახურებას.
- განმარტებები და ინტერპრეტაციები
- წინამდებარე შეთანხმებაში, შემდეგ ტერმინებს ექნებათ ქვემოთ მოცემული მნიშვნელობა, თუ კონტექსტი აშკარად სხვა რამეს არ ითვალისწინებს:
- „პლატფორმა“ ნიშნავს [შპს ბლული, Bluelly LLC ს/კ - 405751315 ], მის შვილობილ კომპანიებთან, მემკვიდრეებთან, უფლებამონაცვლეებთან, თანამდებობის პირებთან, დირექტორებთან, თანამშრომლებთან და აგენტებთან, კონტრაქტორებთან ერთად;
- „მასპინძელი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს მიმდინარე მასპინძლის ანგარიში პლატფორმაზე;
- „სტუმარი“ ნიშნავს პლატფორმის ნებისმიერ საბოლოო მომხმარებელს, რომელიც ჯავშნის საცხოვრებელს ან სხვაგვარად ურთიერთობს პლატფორმასთან ან მასპინძელთან;
- „საცხოვრებელი“ ნიშნავს ნებისმიერ უძრავ ქონებას, საცხოვრებელ ერთეულს, ოთახს, სივრცეს ან მსგავს შენობასა და დაკავშირებულ მომსახურებას, რომელიც მასპინძლის მიერ შემოთავაზებულია პლატფორმის მეშვეობით.
- „მოქმედი კანონმდებლობა“ ნიშნავს ყველა საერთაშორისო თუ ეროვნულ რეგულაციას რომელიც ვრცელდება პლატფორმის გამოყენებაზე.
- ამ შეთანხმებაში სათაურები ჩასმულია მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ იმოქმედებს, არ ზღუდავს ან არ შეცვლის ამ შეთანხმების რომელიმე დებულების ინტერპრეტაციას ან აღსრულებას.
- ამ შეთანხმებაში გამოყენებული ნებისმიერი ტერმინი თანაბრად გამოიყენება როგორც მხოლობით, ასევე მრავლობით რიცხვში.
- მიზანი და მოქმედების სფერო
- პლატფორმა მოქმედებს ექსკლუზიურად, როგორც ნეიტრალური ონლაინ სივრცე და ციფრული შუამავალი, რომელიც ხელს უწყობს სტუმრებსა და მასპინძლებს შორის კავშირების დამყარებასა და საცხოვრებლის მოძიებას.
- პლატფორმა არ ფლობს, აკონტროლებს, ამოწმებს, მართავს, ან უზრუნველყოფს საცხოვრებელს და არც მოქმედებს როგორც ბროკერი, აგენტი ან დამზღვევი რაიმე ტრანზაქციაში.
- პლატფორმა არ არის და არ უნდა ჩაითვალოს სტუმარსა და მასპინძელს შორის დადებული ნებისმიერი ხელშეკრულების ან შეთანხმების მხარედ და არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერი საცხოვრებლის ან მასთან დაკავშირებული მომსახურების შესრულებაზე, ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, კანონიერებაზე ან შესაფერისობაზე.
- ამ შეთანხმებაში არაფერი უნდა იქნას განმარტებული, როგორც პლატფორმასა და სტუმარს შორის რაიმე პარტნიორობის, ერთობლივი საწარმოს, დასაქმების ურთიერთობის, ფიდუციური მოვალეობის, სააგენტოს ან ასოციაციის ნებისმიერი სხვა ფორმის შექმნა.
- პლატფორმას შეუძლია თავისუფლად გადასცეს ამ შეთანხმებისგან გამომდინარე ნებისმიერი ვალდებულება, მთლიანად ან ნაწილობრივ, ნებისმიერ შვილობილ ან მესამე მხარეს მასპინძლის თანხმობის ან/და შეტყობინების გარეშე.
- ჯავშანი და გადახდები
- პლატფორმის მიერ დადასტურებული დაჯავშნა ქმნის სავალდებულო სახელშეკრულებო ურთიერთობას მხოლოდ სტუმარსა და მასპინძელს შორის; პლატფორმა არ არის მისი მხარე და უარყოფს ასეთ კონტრაქტთან დაკავშირებულ ყველა პასუხისმგებლობას.
- დაჯავშნის ყველა გადახდა დამუშავდება ექსკლუზიურად პლატფორმის მიერ დანიშნული გადახდის სისტემების ან მესამე მხარის მეშვეობით.
- წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისთვის, პლატფორმა იღებს მომსახურების საკომისიოს 0%-ის ოდენობით].
- პლატფორმას შეუძლია დააკავოს გადახდები საჭიროებისამებრ რისკების მართვის, სამართლებრივი მოთხოვნების დაცვის ან თანხის დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით, სტუმრისთვის პასუხისმგებლობის ან პროცენტის დარიცხვის გარეშე.
- ჯავშნის გაუქმება
- ჯავშნის გაუქმება რეგულირდება მასპინძლის მიერ შერჩეული და დაჯავშნის დროს განცხადებაში ნაჩვენები პოლიტიკით.
- სტუმრის პასუხისმგებლობა
- სტუმრები ვალდებულები არიან:
- მკაცრად დაიცვან ყველა სახლის წესი, პირობა და შეზღუდვა, რომელიც მითითებულია განცხადებაში და მასპინძლის მიერ არის გადაცემული;
- დაიცვან ყველა მოქმედი კანონი პლატფორმის გამოყენებისა და ნებისმიერ საცხოვრებელში ყოფნის დროს;
- პატივისცემით მოეპყრონ საცხოვრებელს, მასპინძელს, მეზობლებს და ქონებას;
- დაუყოვნებლივ აცნობონ მასპინძელს და პლატფორმას ნებისმიერი პრობლემის, დაზიანების ან უსაფრთხოების შესახებ.
- სტუმრები არ უნდა ჩაერთონ თაღლითურ, შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ ან უკანონო ქმედებებში.
- ამ მუხლის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს დაჯავშნის გაუქმება, ანგარიშის დაბლოკვა ან/და დამატებითი გადასახადები.
- პასუხისმგებლობის შეზღუდვა
- მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული მაქსიმალური ზომით, პლატფორმა არ იქნება პასუხისმგებელი რაიმე არაპირდაპირ, შემთხვევით ან თანმდევ ზიანზე, მონაცემთა დაკარგვაზე ან პირად დაზიანებაზე, რომელიც წარმოიშობა პლატფორმის გამოყენებით.
- არცერთ შემთხვევაში პლატფორმის ჯამური პასუხისმგებლობა, რომელიც წარმოიშობა ან დაკავშირებულია ამ შეთანხმებით, პლატფორმის მომსახურებით, არ უნდა აღემატებოდეს სტუმრის მიერ პლატფორმისთვის ფაქტობრივად გადახდილი მომსახურების საფასურის მთლიან ოდენობას თორმეტი (12) თვის განმავლობაში.
- დაუძლეველი ძალა
- პლატფორმა არ არის პასუხისმგებელი წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების რაიმე შეფერხებაზე ან შეუსრულებლობაზე, თუ ასეთი შეფერხება ან შეუსრულებლობა გამოწვეულია მისი კონტროლის მიღმა არსებული მოვლენებით, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, სტიქიური უბედურებებით, ეპიდემიებით ან პანდემიებით, მიწისძვრებით, წყალდიდობებით, ხანძრებით, ომებით, ტერორიზმით, არეულობებით, სამოქალაქო არეულობათი, შრომითი დავებით, გაფიცვებით, კანონმდებლობის ცვლილებებით, ელექტროენერგიის გათიშვით, ინტერნეტის ან ტელეკომუნიკაციის გათიშვით ან მესამე მხარის მომსახურების მიმწოდებლების გაუმართაობით („დაუძლეველი ძალა“).
- დაუძლეველი ძალის არსებობის შემთხვევაში, პლატფორმის ვალდებულებები შეჩერდება იმ ზომით, რაზეც გავლენას ახდენს ასეთი მოვლენა. პლატფორმა გამოიყენებს გონივრულ ძალისხმევას მომსახურების რაც შეიძლება სწრაფად აღსადგენად.
- დაუძლეველი ძალის პირობებში, შეიძლება მოხდეს მომსახურების, მათ შორის სიების, დაჯავშნების ან გადახდების გაუქმება, მოდიფიკაცია ან შეზღუდვა, სტუმრის წინაშე პასუხისმგებლობის გარეშე.
- სანქციების, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო და კანონმდებლობის დაცვა
- სტუმარი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ არც სტუმარი და არც მისი მაკონტროლებელი, კონტროლირებადი ან მისი სახელით მოქმედი არცერთი პირი არ არის:
- ნებისმიერი კომპეტენტური ორგანოს მიერ დაწესებული ეკონომიკური ან ფინანსური სანქციების, სავაჭრო ემბარგოს ან შემზღუდავი ზომების ქვეშ; ან
- ჩართულია ფულის გათეთრებაში, ტერორიზმის დაფინანსებაში ან სხვა უკანონო საქმიანობაში.
- სტუმარი თანახმაა დაიცვას ფულის გათეთრების (AML), ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო (CTF), სანქციების და ექსპორტის კონტროლის შესახებ ყველა მოქმედი კანონი და რეგულაცია.
- პლატფორმა იტოვებს უფლებას შეაჩეროს ან შეწყვიტოს სტუმრის ანგარიში, შეზღუდოს გადახდები ან მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია კომპეტენტურ ორგანოებს, სადაც ეს კანონით არის მოთხოვნილი ან როდესაც პლატფორმა გონივრულად ეჭვობს სტუმრის მიერ წინამდებარე მუხლში მოცემულ წესებთან შეუსაბამობას.
- პლატფორმა არ არის პასუხისმგებელი რაიმე დანაკარგზე, რომელიც გამოწვეულია მოქმედი სამართლებრივი ან მარეგულირებელი ვალდებულებების შესასრულებლად განხორციელებული ქმედებებით.
- კომუნიკაციები
- სტუმარი ცალსახად ეთანხმება, რომ პლატფორმის მიერ ელექტრონული ფორმით მიწოდებული ყველა შეთანხმება, შეტყობინება, გამჟღავნება, ცვლილება, პოლიტიკა და სხვა კომუნიკაცია, იქნება ეს ელექტრონული ფოსტით, აპლიკაციის შიდა შეტყობინებებით, ვებსაიტის პოსტებით თუ სხვა ციფრული საშუალებებით, ჩაითვლება ნებისმიერი იურიდიული ან სახელშეკრულებო მოთხოვნის დაკმაყოფილებად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა ცალსახად მოითხოვს შეტყობინების კონკრეტულ ფორმას, რომლის უარყოფა ან ელექტრონულად დაკმაყოფილება შეუძლებელია.
- სტუმარი ამით იძლევა შეუქცევად თანხმობას ყველა ასეთი კომუნიკაციის ელექტრონულად მიღებაზე და აღიარებს, რომ თანხმობის ნებისმიერი ელექტრონული გამოვლინება, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, „ვეთანხმები“-ს ველის მონიშვნა წარმოადგენს იურიდიულად ნამდვილ და აღსრულებად ხელმოწერას.
- სტუმარი იღებს სრულ პასუხისმგებლობას განახლებული და ზუსტი საკონტაქტო ინფორმაციის (მათ შორის ელექტრონული ფოსტის მისამართების და შეტყობინებების პარამეტრების) შენარჩუნებაზე და პლატფორმიდან მიღებული ყველა კომუნიკაციის გულმოდგინე მონიტორინგსა და განხილვაზე; ხსენებულის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პლატფორმა არ იქნება პასუხისმგებელი გამოტოვებულ კომუნიკაციებზე.
- ხელშეკრულების შეწყვეტა
- პლატფორმას შეუძლია ნებისმიერ დროს და საკუთარი, ერთპიროვნულად, წინასწარი შეტყობინების, პასუხისმგებლობის ან მიზეზების მითითების ვალდებულების გარეშე შეწყვტიოს წინამდებარე ხელშეკრულება, შეზღუდოს ხილვადობ, შეაჩეროს, გააუქმოს ან სამუდამოდ შეწყვიტოს სტუმრის ანგარიშები, თუ პლატფორმა გონივრულად ეჭვობს ან დაადგენს, რომ:
- სტუმარი საფრთხეს უქმნის მასპინძელს, სხვა მომხმარებლებს, პლატფორმას ან მესამე მხარეებს, მათ შორის უსაფრთხოების, ფინანსურ ან რეპუტაციის რისკებს;
- სტუმრის ქცევამ შეიძლება დაარღვიოს მოქმედი კანონმდებლობა, მესამე მხარის უფლებები ან პლატფორმის პოლიტიკა;
- ჩამონათვალის ან ანგარიშის გაგრძელებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პლატფორმის ბიზნეს ინტერესებზე ან რეპუტაციაზე.
- სტუმრებს შეუძლიათ ნებაყოფლობით შეწყვიტონ ეს შეთანხმება მათი ანგარიშის სამუდამოდ დახურვით პლატფორმის მიერ დადგენილი პროცედურის შესაბამისად, ყველა გადაუხდელი საფასურის გადახდის პირობით.
- ამ შეთანხმების ის დებულებები, რომლებიც თავისი ბუნებით უნდა შენარჩუნდეს შეწყვეტის ან ვადის გასვლის შემდეგ, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ზიანის ანაზღაურების, პასუხისმგებლობის შეზღუდვის, მარეგულირებელი კანონმდებლობის, დავების გადაწყვეტისა და კონფიდენციალურობის შესახებ, განუსაზღვრელი ვადით სრულად ძალაში დარჩება.
- დასკვნითი დებულებები
- წინამდებარე შეთანხმება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
- წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება საქართველოს სასამართლოებში, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.
- პლატფორმას შეუძლია შეცვალოს ეს შეთანხმება შეტყობინების გაგზავნით. პლატფორმის გამოყენების გაგრძელება წარმოადგენს მიღებას.
- თუ წინამდებარე შეთანხმების რომელიმე დებულება ბათილია, ეს გავლენას არ ახდენს შეთანხმების სხვა დებულებებზე.
მასპინძლისა და პლატფორმის შეთანხმება
წინამდებარე მასპინძლისა და პლატფორმის შეთანხმება („შეთანხმება“) არეგულირებს პლატფორმასა და ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს („მასპინძლები“) შორის ურთიერთობას, რომლებიც პლატფორმის მეშვეობით აქვეყნებენ, სთავაზობენ ან უზრუნველყოფენ საცხოვრებელს ან მასთან დაკავშირებულ მომსახურებას.
- განმარტებები და ინტერპრეტაციები
- წინამდებარე შეთანხმებაში, შემდეგ ტერმინებს ექნებათ ქვემოთ მოცემული მნიშვნელობა, თუ კონტექსტი აშკარად სხვა რამეს არ ითვალისწინებს:
- „პლატფორმა“ ნიშნავს [შპს ბლული, Bluelly LLC ს/კ - 405751315 ], მის შვილობილ კომპანიებთან, მემკვიდრეებთან, უფლებამონაცვლეებთან, თანამდებობის პირებთან, დირექტორებთან, თანამშრომლებთან და აგენტებთან, კონტრაქტორებთან ერთად;
- „მასპინძელი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს მიმდინარე მასპინძლის ანგარიში პლატფორმაზე;
- „სტუმარი“ ნიშნავს პლატფორმის ნებისმიერ საბოლოო მომხმარებელს, რომელიც ჯავშნის საცხოვრებელს ან სხვაგვარად ურთიერთობს პლატფორმასთან ან მასპინძელთან;
- „საცხოვრებელი“ ნიშნავს ნებისმიერ უძრავ ქონებას, საცხოვრებელ ერთეულს, ოთახს, სივრცეს ან მსგავს შენობასა და დაკავშირებულ მომსახურებას, რომელიც მასპინძლის მიერ შემოთავაზებულია პლატფორმის მეშვეობით.
- „მოქმედი კანონმდებლობა“ ნიშნავს ყველა საერთაშორისო თუ ეროვნულ რეგულაციას რომელიც ვრცელდება პლატფორმის გამოყენებაზე.
- ამ შეთანხმებაში სათაურები ჩასმულია მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ იმოქმედებს, არ ზღუდავს ან არ შეცვლის ამ შეთანხმების რომელიმე დებულების ინტერპრეტაციას ან აღსრულებას.
- ამ შეთანხმებაში გამოყენებული ნებისმიერი ტერმინი თანაბრად გამოიყენება როგორც მხოლობით, ასევე მრავლობით რიცხვში.
- მიზანი და მოქმედების სფერო
- პლატფორმა მოქმედებს ექსკლუზიურად, როგორც ნეიტრალური ონლაინ სივრცე და ციფრული შუამავალი, რომელიც ხელს უწყობს სტუმრებსა და მასპინძლებს შორის კავშირების დამყარებასა და საცხოვრებლის მოძიებას.
- პლატფორმა არ ფლობს, აკონტროლებს, ამოწმებს, მართავს, ან უზრუნველყოფს საცხოვრებელს და არც მოქმედებს როგორც ბროკერი, აგენტი ან დამზღვევი რაიმე ტრანზაქციაში.
- პლატფორმა არ არის და არ უნდა ჩაითვალოს სტუმარსა და მასპინძელს შორის დადებული ნებისმიერი ხელშეკრულების ან შეთანხმების მხარედ და არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერი საცხოვრებლის ან მასთან დაკავშირებული მომსახურების შესრულებაზე, ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, კანონიერებაზე ან შესაფერისობაზე.
- ამ შეთანხმებაში არაფერი უნდა იქნას განმარტებული, როგორც პლატფორმასა და სტუმარს შორის რაიმე პარტნიორობის, ერთობლივი საწარმოს, დასაქმების ურთიერთობის, ფიდუციური მოვალეობის, სააგენტოს ან ასოციაციის ნებისმიერი სხვა ფორმის შექმნა.
- პლატფორმას შეუძლია თავისუფლად გადასცეს ამ შეთანხმებისგან გამომდინარე ნებისმიერი ვალდებულება, მთლიანად ან ნაწილობრივ, ნებისმიერ შვილობილ ან მესამე მხარეს მასპინძლის თანხმობის ან/და შეტყობინების გარეშე.
- მასპინძლის განცხადებები და გარანტიები
- მასპინძელი აცხადებს და იძლევა გარანტიას ამ შეთანხმების მთელი ვადის განმავლობაში, რომ:
- მასპინძელს აქვს სრული იურიდიული უფლებამოსილება და შესაძლებლობა, დადოს და შეასრულოს ეს შეთანხმება და ასეთი შესრულება არ არღვევს რაიმე სხვა შეთანხმებას, ვალდებულებას ან შეზღუდვას;
- მასპინძელს აქვს ყველა საჭირო უფლება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ლიცენზია, ნებართვა და თანხმობა (მათ შორის, ქონების მესაკუთრეებისგან, მეიჯარეებისგან, სახლის მესაკუთრეთა ასოციაციებისგან ან სამთავრობო ორგანოებისგან), რაც აუცილებელია პლატფორმის მეშვეობით საცხოვრებლის კანონიერად შეთავაზების, განთავსებისა და მიწოდებისთვის;
- საცხოვრებელი, მისი გამოყენება და ყველა მასთან დაკავშირებული საქმიანობა სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას;
- ყველა ინფორმაცია, მონაცემი და განცხადება, რომელიც მოცემულია საცხოვრებლის ჩამონათვალში ან მიეწოდება პლატფორმას ან სტუმრებს, არის სწორი, ზუსტი, მიმდინარე, და არ არის შეცდომაში შემყვანი;
- საცხოვრებლის შეთავაზება ან მიწოდება არ არღვევს ნებისმიერი მესამე მხარის უფლებას.
- მასპინძელი აღიარებს, რომ ამ განცხადებებისა და გარანტიების ნებისმიერმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს მასპინძლის ანგარიშის დაუყოვნებლივ შეჩერება ან შეწყვეტა.
- ზიანის ანაზღაურება
- მასპინძელი, საკუთარი ხარჯებით, უზრუნველყოფს პლატფორმის ინტერესების დაცვასა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ნებისმიერი და ყველა პრეტენზიისგან, მოთხოვნისგან, სარჩელისგან, ჯარიმებისგან, ხარჯებისგან (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ადვოკატის გონივრული ჰონორარებისგან, ექსპერტის ჰონორარებისგან და სასამართლო ხარჯებისგან), რომლებიც წარმოიშობა ან უკავშირდება:
- ამ შეთანხმების ნებისმიერ ფაქტობრივ ან სავარაუდო დარღვევას, მათ შორის ნებისმიერ ანცხადებას, გარანტიას ან/და შეთანხმებას;
- მასპინძლის მიერ ნებისმიერი მოქმედი კანონის, რეგულაციის ან ინდუსტრიის სტანდარტის შეუსრულებლობას.
- მასპინძელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს პლატფორმას ნებისმიერი პრეტენზიის შესახებ და სრულად ითანამშრომლოს მასთან.
- ანგარიშის რეგისტრაცია
- მასპინძლები იღებენ ვალდებულებას, რომ გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად შეასრულებენ შემდეგ ვალდებულებებს:
- უზრუნველყონ საცხოვრებელი, რომელიც არსებითად შეესაბამება განცხადებაში წარმოდგენილ ინფორმაციას;
- მკაცრად დაიცვან მოქმედი კანონმდებლობა;
- სრულად და გამჭვირვალედ გაამჟღავნონ დაჯავშნასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი, მათ შორის პოტენციური რისკები, ფარული გადასახადები, წვდომის შეზღუდვები ან მესამე მხარის მიერ დაწესებული ვალდებულებები;
- მასპინძლებს მკაცრად ეკრძალებათ და ისინი სრულად იქნებიან პასუხისმგებელი შემდეგზე:
- ნებისმიერი თაღლითური, მოტყუებითი, შეურაცხმყოფელი ან მავნე ქცევის განხორციელება, მათ შორის და არამხოლოდ ინფორმაციის გაყალბება, რეიტინგების მანიპულირება ან არაავტორიზებული ტრანზაქციების განხორციელება;
- სტუმრების დისკრიმინაცია მოქმედი კანონმდებლობით დაცული ნებისმიერი მახასიათებლის საფუძველზე, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, რასის, ეთნიკური კუთვნილების, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობების ან სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე.
- ფასები, საკომისიოები და გადახდები
- მასპინძლებს უფლება აქვთ დაადგინონ საკუთარი ფასები შესაბამისი საცხოვრებლისთვის.
- წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისთვის, პლატფორმა იღებს მომსახურების საკომისიოს 0%-ს.
- გადახდები მუშავდება პლატფორმის მეშვეობით, რომელსაც შეუძლია დროებით დააკავოს თანხები რისკების სამართავად და საჭიროების შემთხვევაში თანხის დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით.
- პლატფორმას შეუძლია შეაჩეროს, გადადოს ან შეამციროს გადახდები, როდესაც ეს გონივრულად აუცილებელია:
- სავარაუდო თაღლითობის ან გადაცდომის გამოსაძიებლად;
- კანონიერი ვალდებულებების შესასრულებლად;
- დავების ან პრეტენზიების გადასაჭრელად;
- თანხის დაბრუნების ან ჯარიმების დასაფარად.
- გადასახადები
მასპინძლებს ეკისრებათ ექსკლუზიური პასუხისმგებლობა პლატფორმაზე მათი საქმიანობიდან გამომდინარე ყველა შესაბამისი გადასახადის, მოსაკრებლის, დადგენაზე, გამოთვლაზე, დეკლარირებაზე, დაკავებასა და გადახდაზე.
- გაუქმება და თანხის დაბრუნება
- მასპინძლებს შეუძლიათ აირჩიონ პლატფორმის მიერ წინასწარ განსაზღვრული და შემოთავაზებული გაუქმების პოლიტიკიდან ერთ-ერთი. აღნიშნული ვრცელდება ჯავშნებზე, თუ ისინი არ შეიცვლება ორმხრივი თანხმობით.
- ნებისმიერი არჩეული პოლიტიკის მიუხედავად, პლატფორმა იტოვებს უფლებას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვალოს აღნიშნული პოლიტიკა, მოქმედი კანონმდებლობის დაცვის უზრუნველსაყოფად, მომხმარებლის უსაფრთხოების დასაცავად ან საგანგებო გარემოებებზე რეაგირებისთვის.
- დაზღვევა და პასუხისმგებლობა
- მასპინძლები ცალსახად აღიარებენ და თანხმდებიან, რომ პლატფორმა არ უზრუნველყოფს, არ ავრცელებს ან/და არ ამტკიცებს რაიმე სახის სადაზღვევო დაფარვას საცხოვრებლის, ქონების, ვალდებულებების ან ჰოსტინგთან დაკავშირებული რისკებისთვის და მასპინძლები სრულად არიან პასუხისმგებელნი დაზღვევის მოძიებასა და შენარჩუნებაზე.
- პლატფორმა არ იქნება პასუხისმგებელი რაიმე არაპირდაპირ, შემთხვევით, თანმდევ, განსაკუთრებულ ან/და სადამსჯელო ზიანისთვის, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, დაკარგული მოგების, მონაცემების დაკარგვის, ბიზნესის შეფერხების ან/და რეპუტაციის დაზიანებისთვის.
- არცერთ შემთხვევაში პლატფორმის ჯამური პასუხისმგებლობა, რომელიც წარმოიშობა ან დაკავშირებულია ამ შეთანხმებით, პლატფორმის მომსახურებით, არ უნდა აღემატებოდეს მასპინძლის მიერ პლატფორმისთვის ფაქტობრივად გადახდილი მომსახურების საფასურის მთლიან ოდენობას თორმეტი (12) თვის განმავლობაში, რაც პრეტენზიის წარმოშობის მიზეზი გახდა.
- დაუძლეველი ძალა
- პლატფორმა არ არის პასუხისმგებელი წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების რაიმე შეფერხებაზე ან შეუსრულებლობაზე, თუ ასეთი შეფერხება ან შეუსრულებლობა გამოწვეულია მისი კონტროლის მიღმა არსებული მოვლენებით, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, სტიქიური უბედურებებით, ეპიდემიებით ან პანდემიებით, მიწისძვრებით, წყალდიდობებით, ხანძრებით, ომებით, ტერორიზმით, არეულობებით, სამოქალაქო არეულობათი, შრომითი დავებით, გაფიცვებით, კანონმდებლობის ცვლილებებით, ელექტროენერგიის გათიშვით, ინტერნეტის ან ტელეკომუნიკაციის გათიშვით ან მესამე მხარის მომსახურების მიმწოდებლების გაუმართაობით („დაუძლეველი ძალა“).
- დაუძლეველი ძალის არსებობის შემთხვევაში, პლატფორმის ვალდებულებები შეჩერდება იმ ზომით, რაზეც გავლენას ახდენს ასეთი მოვლენა. პლატფორმა გამოიყენებს გონივრულ ძალისხმევას მომსახურების რაც შეიძლება სწრაფად აღსადგენად.
- დაუძლეველი ძალის პირობებში, შეიძლება მოხდეს მომსახურების, მათ შორის სიების, დაჯავშნების ან გადახდების გაუქმება, მოდიფიკაცია ან შეზღუდვა, მასპინძლის წინაშე პასუხისმგებლობის გარეშე.
- სანქციების, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო და კანონმდებლობის დაცვა
- მასპინძელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ არც მასპინძელი და არც მისი მაკონტროლებელი, კონტროლირებადი ან მისი სახელით მოქმედი არცერთი პირი არ არის:
- ნებისმიერი კომპეტენტური ორგანოს მიერ დაწესებული ეკონომიკური ან ფინანსური სანქციების, სავაჭრო ემბარგოს ან შემზღუდავი ზომების ქვეშ; ან
- ჩართულია ფულის გათეთრებაში, ტერორიზმის დაფინანსებაში ან/და სხვა უკანონო საქმიანობაში.
- მასპინძელი თანახმაა დაიცვას ფულის გათეთრების (AML), ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო (CTF), სანქციების და ექსპორტის კონტროლის შესახებ ყველა მოქმედი კანონი და რეგულაცია.
- პლატფორმა იტოვებს უფლებას შეაჩეროს ან შეწყვიტოს მასპინძლის ანგარიში, შეზღუდოს გადახდები ან მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია კომპეტენტურ ორგანოებს, სადაც ეს კანონით არის მოთხოვნილი ან როდესაც პლატფორმა გონივრულად ეჭვობს შეუსაბამობას.
- პლატფორმა არ არის პასუხისმგებელი რაიმე დანაკარგზე, რომელიც გამოწვეულია მოქმედი სამართლებრივი ან მარეგულირებელი ვალდებულებების შესასრულებლად განხორციელებული ქმედებებით.
- კომუნიკაციები
- მასპინძელი ცალსახად ეთანხმება, რომ პლატფორმის მიერ ელექტრონული ფორმით მიწოდებული ყველა შეთანხმება, შეტყობინება, გამჟღავნება, ცვლილება, პოლიტიკა და სხვა კომუნიკაცია, იქნება ეს ელექტრონული ფოსტით, აპლიკაციის შიდა შეტყობინებებით, ვებსაიტის პოსტებით თუ სხვა ციფრული საშუალებებით, ჩაითვლება ნებისმიერი იურიდიული ან/და სახელშეკრულებო მოთხოვნის დაკმაყოფილებად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა ცალსახად მოითხოვს შეტყობინების კონკრეტულ ფორმას, რომლის უარყოფა ან ელექტრონულად დაკმაყოფილება შეუძლებელია;
- მასპინძელი ამით იძლევა შეუქცევად თანხმობას ყველა ასეთი კომუნიკაციის ელექტრონულად მიღებაზე და აღიარებს, რომ თანხმობის ნებისმიერი ელექტრონული გამოვლინება, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, „ვეთანხმები“-ს ველის მონიშვნა წარმოადგენს იურიდიულად ნამდვილ და აღსრულებად ხელმოწერას ან ხელნაწერი ხელმოწერის ეკვივალენტურ თანხმობას;
- მასპინძელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას განახლებული და ზუსტი საკონტაქტო ინფორმაციის (მათ შორის ელექტრონული ფოსტის მისამართების და შეტყობინებების პარამეტრების) შენარჩუნებაზე და პლატფორმიდან მიღებული ყველა კომუნიკაციის გულმოდგინე მონიტორინგსა და განხილვაზე; ამის შეუსრულებლობა არ ათავისუფლებს რაიმე ვალდებულებას და არ წარმოადგენს დაცვას აღსრულებისგან და პლატფორმა არ იქნება პასუხისმგებელი გამოტოვებულ კომუნიკაციებზე ან მათ შედეგად მიღებულ შედეგებზე.
- ხელშეკრულების შეწყვეტა
- პლატფორმას შეუძლია ნებისმიერ დროს და საკუთარი, ერთპიროვნულად, წინასწარი შეტყობინების, პასუხისმგებლობის ან მიზეზების მითითების ვალდებულების გარეშე შეწყვტიოს წინამდებარე ხელშეკრულება, შეზღუდოს ხილვადობ, შეაჩეროს, გააუქმოს ან სამუდამოდ შეწყვიტოს სტუმრის ანგარიშები, თუ პლატფორმა გონივრულად ეჭვობს ან დაადგენს, რომ:
- მასპინძელი საფრთხეს უქმნის სტუმრებს, სხვა მომხმარებლებს, პლატფორმას ან მესამე პირებს, მათ შორის უსაფრთხოების, ფინანსურ ან რეპუტაციულ რისკებს;
- მასპინძელის ქცევამ შეიძლება დაარღვიოს მოქმედი კანონმდებლობა, მესამე პირის უფლებები ან პლატფორმის პოლიტიკა;
- ჩამონათვალის ან ანგარიშის გაგრძელებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პლატფორმის ბიზნეს ინტერესებზე ან რეპუტაციაზე;
- მასპინძლებს შეუძლიათ ნებაყოფლობით შეწყვიტონ ეს შეთანხმება მათი ანგარიშის სამუდამოდ დახურვით პლატფორმის მიერ დადგენილი პროცედურის შესაბამისად, ყველა გადაუხდელი საფასურის გადახდის პირობით;
- ამ შეთანხმების ის დებულებები, რომლებიც თავისი ბუნებით უნდა შენარჩუნდეს შეწყვეტის ან ვადის გასვლის შემდეგ, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ზიანის ანაზღაურების, პასუხისმგებლობის შეზღუდვის, მარეგულირებელი კანონმდებლობის, დავების გადაწყვეტისა და კონფიდენციალურობის შესახებ, განუსაზღვრელი ვადით სრულად ძალაში დარჩება.
- ექსკლუზიურობა
- მასპინძელი იღებს ვალდებულებას და ეთანხმება, რომ ამ შეთანხმების ვადის განმავლობაში მასპინძელი პირდაპირ ან ირიბად არ იქნება უფლებამოსილი:
- შესთავაზოს, დაარეკლამოს ან ხელმისაწვდომი გახადოს საცხოვრებელი იმავე ფიზიკურ ადგილას, ნებისმიერ კონკურენტ პლატფორმაზე (როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ);
- დადოს ნებისმიერი შეთანხმება ნებისმიერ მესამე მხარესთან, რომელიც დაუშვებს ან ხელს შეუწყობს საცხოვრებლის განთავსებას ან დაჯავშნას კონკურენტ პლატფორმაზე.
- ამ მუხლის მიზნებისათვის, „კონკურენტი პლატფორმა“ ნიშნავს ნებისმიერ ონლაინ ბაზარს, ვებსაიტს, მობილურ აპლიკაციას ან ციფრულ სერვისს (პლატფორმის გარდა), რომელიც ხელს უწყობს საცხოვრებელი ქონების, ოთახების ან სივრცეების მოკლევადიან გაქირავებას, გრძელვადიან გაქირავებას ან დროებით განთავსებას მასპინძლებსა და სტუმრებს შორის, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ Airbnb, Vrbo, Booking.com, Expedia, HomeAway, TripAdvisor Rentals, Craigslist, Facebook Marketplace ან ნებისმიერი მემკვიდრე ან არსებითად მსგავსი სერვისით.
- მასპინძელი აღიარებს და ეთანხმება, რომ აქ მითითებული ექსკლუზიურობის ვალდებულება გონივრულია მოცულობით, ხანგრძლივობითა და გეოგრაფიული გამოყენებით, აუცილებელია პლატფორმის ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესების დასაცავად და წარმოადგენს პლატფორმისთვის მნიშვნელოვან სტიმულს, რათა მასპინძლისთვის ნება დართოს განთავსების ჩამონათვალს და უზრუნველყოს მასთან დაკავშირებული მომსახურება.
- ამ მუხლის ნებისმიერი ფაქტობრივი ან სავარაუდო დარღვევის შემთხვევაში, პლატფორმას უფლება აქვს, კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა უფლების ან სამართლებრივი დაცვის საშუალებების შეუზღუდავად:
- დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან წაშალოს შესაბამისი ჩამოთვლილი საცხოვრებელი და/ან შეაჩეროს ან შეწყვიტოს მასპინძლის ანგარიში;
- შეაჩეროს მასპინძლისთვის გადასახდელი ნებისმიერი მიმდინარე ან მომავალი გადახდა მანამ, სანამ ასეთი დარღვევა არ გამოსწორდება პლატფორმის დამაკმაყოფილებლად.
- დასკვნითი დებულებები
- წინამდებარე შეთანხმება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
- წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება საქართველოს სასამართლოებში, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.
- პლატფორმას შეუძლია შეცვალოს ეს შეთანხმება შეტყობინების გაგზავნით. პლატფორმის გამოყენების გაგრძელება წარმოადგენს თანხმობას ამგვარ ცვლილებასთან დაკავშირებით.
- თუ წინამდებარე შეთანხმების რომელიმე დებულება ბათილია, ეს გავლენას არ ახდენს შეთანხმების სხვა დებულებებზე.
საკონტაქტო ინფორმაცია
პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირია:
შპს ბლული (Bluelly LLC)
საიდენტიფიკაციო კოდი: 405751315
ელ. ფოსტა: info@bluelly.com
ტელეფონი: +995511556622